თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ახალგაზრდებს სთავაზობს მრავალფეროვან საზაფხულო პროგრამებს.
შეავსე სასურველი პროგრამის სარეგისტრაციო ფორმა 30 ივნისის 23:59 საათამდე და შემოუერთდი წლის ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროექტს
⬇️ 2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:
🏎 კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია) - ლისი ლემანსიში მიმდინარე აქტივობაში ერთჯერადად ჩართვა შესაძლებელი იქნება 1200 ახალგაზრდისათვის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00 - 20:00 საათების შუალედში. უზრუნველყოფილია კვებაც. ◽️კარტინგის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/UtsGaqJ74KKnDXtS8
🏊 მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) - პროგრამის მონაწილეები ისარგებლებენ 8 ვიზიტით ზღვის უბანში არსებულ საცურაო აუზზე, 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, ხუთშაბათსა და კვირას 14:00 - 16:00 საათების შუალედში. ◽️საცურაო აუზის სერვისის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/N27X6iF5SKkqdfBf7
🥎 ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები) - ვაკის პარკის კორტებით 400-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს. რეგისტრირებული პირები მიიღებენ ერთჯერად ვაუჩერს 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 18:00 - 20:00 საათის შუალედში გამოყენებისათვის. კორტით სარგებლობის ხანგრძლივობა - 1 საათი. ◽️ ჩოგბურთის კორტების სერვისის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/nS9BGRA6N6dh5UBn9
🚣♀️ ჯომარდობა (ფასანაური) - პროექტი განხორციელდება 29; 30 ივნისსა და 3; 4 ივლისს ფასანაურში მდ. არაგვის ტერიტორიაზე. მასში ჩართულ ახალგაზრდებს გამოცდილი ინსტრუქტორები საჯომარდო დაშვებამდე ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს. ტურის ფარგლებში ჯომარდობასთან ერთად ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში: ფრენბურთი, შაში, ჭადრაკი, ა.შ. უზრუნველყოფილია კვებაც. ◽️საჯომარდო ტურზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/BbxiLJrNKu37rnNs5
🏕 ლაშქრობები "თბილისის გარშემო" - წარიმართება როგორც ორდღიანი, ისე ერთდღიანი ტურები საველე სალაშქრო ბანაკების სახით. პროგრამა განხორციელდება 24 ივნისიდან 30 სექტემბრამდე შუალედში. თითოეულ ლაშქრობაზე ჩაერთვება 25 ახალგაზრდა. მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილია კვება, ეკიპირება და ექსკურსიამძღოლის მომსახურება. ◽️ლაშქრობებზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/8EG7GG6yB24yogvi8
❗სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ რეგისტრირებულ ახალგაზრდებს ორგანიზაცია მიაწვდის სერვისის მიღების დროსა და თარიღს.
❓დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი" ან დაგვიკავშირიდით ელ-ფოსტაზე: Tbilisisyc@gmail.com