Anonymous Rating
img upload
close
შესაძლებლობები

Nature Protection

71

Human Rights

174

Democratic Participation

174

Innovations and Technology

105

Entrepreneurship

60

Healthcare

64

Fun and Recreation

73

Hobbies and Interests

177

Other

320

logo



Login
ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსი
26 Jun. 2023
-
31 Jul. 2023
/
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64
Youth Agency
228 გამომწერი
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანია გააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას, მათ შორის მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებას და მხარდაჭერას; საზოგადოებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო ცნობიერების დონის ამაღლებას, ადვოკატირების კომპეტენციების და ადვოკატირების კამპანიების მართვის უნარების გაუმჯობესებას, ადგილობრივ და ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის და უშუალო ჩართულობის გზით.

 საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ააიპ სტატუსის მქონე, მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს, ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს და მედიაორგანიზაციებს საქართველოს 10 რეგიონიდან: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.

ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.

საგრანტო ინიციატივები უნდა განხორციელდეს საქართველოს 10 რეგიონიდან ერთ– ერთში ან ერთდროულად რამდენიმეში.

 საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ევროს.

 საგრანტო განაცხადების მიღება მოხდება 2023 წლის 26 ივნისიდან- 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე. განაცხადის და თანდართული ბიუჯეტის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან: https://shorturl.at/lowAC

საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/jJKZ2

 

 

#For Organizations
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
Not adapted
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64
http://edec.ge
https://www.facebook.com/ngoEDEC/
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)