✅ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის თემაზე „ტყის მდგრადი მართვა, ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები“.
👉 კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ტყეზე არსებული ზეწოლის შემცირების შესაძლებლობებისა და საჭიროების საკითხების პოპულარიზება ახალგაზრდებში, ასევე მათი დაინტერესება სატყეო სექტორითა და ქვეყანაში არსებული ტყის რეფორმით.
🔸 სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლით დაინტერესებულ, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
🔸 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 დეკემბრამდე გაიაროთ რეგისტრაცია და ელ-ფოსტის საშუალებით წარმოადგინოთ ნაშრომი და პრეზენტაცია.
▶️ სტუდენტური კონფერენციის შესახებ საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ბლიაძე (ელ-ფოსტა: Natela.Bliadze@eiec.gov.ge ტელ: 598 21 82 85).
▶️ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://eiec.gov.ge/Ge/News/details/3042
🔸 კონფერენცია იმართება პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.