ტიხრული მინანქარი - ხელოვნება, რომელიც ფერებით გვიყვება ამბებს!
ეროვნული სასახლე ტიხრული მინანქრის V ახალგაზრდულ სიმპოზიუმზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს!
თუ გაინტერესებს მინანქარზე მუშაობა და გსურს, მეტი გაიგო ამ უძველესი სახელოვნებო დარგის, ისტორიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, შემოგვიერთდი!
სიმპოზიუმი გაიმართება 9-19 ნოემბერს, ეროვნულ სასახლეში.
დარეგისტრირდი 5 ნოემბრის ჩათვლით!
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.cloud.microsoft/e/ddiP2qGThH
რეგისტრაცია სავალდებულოა ეროვნული სასახლის მოსწავლეებისთვისაც.
ადგილები შეზღუდულია - სიმპოზიუმში მონაწილეობისთვის შეირჩევა მხოლოდ 10 აპლიკანტი.
რეგისტრაციისთვის:
გამოაგზავნე შენი ნამუშევრები ელ. ფოსტაზე:
rusiko.tsalkalamanidze@gmail.com
დაწერე სამოტივაციო წერილი და გაგვიზიარე, რატომ გსურს სიმპოზიუმში მონაწილეობა.
ადგილი: ეროვნული სასახლე.
სიმპოზიუმის მიზანია, ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის, პოპულარიზაცია, მისი ისტორიისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა.
სიმპოზიუმი ტარდება დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმის“ პედაგოგების - საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მიხეილ ცალქალამანიძისა და მხატვარ რუსუდან ცალქალამანიძის ინიციატივით.