ანონიმური შეფასება
img upload
close
შესაძლებლობები

ორგანიზაციებისთვის

112

გარემოს დაცვა

71

ადამიანის უფლებები

174

დემოკრატიული ჩართულობა

174

ინოვაციები და ტექნოლოგიები

105

მეწარმეობა

60

ჯანმრთელობის დაცვა

64

გართობა და რეკრეაცია

73

სხვა

320

logo



შესვლა
თბილისის მერიის საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები 2023
20 ივნ. 2023
-
30 ივნ. 2023
/
თბილისი
წასვლა
აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
მედია
ფაილები

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ახალგაზრდებს სთავაზობს მრავალფეროვან საზაფხულო პროგრამებს. 

შეავსე სასურველი პროგრამის სარეგისტრაციო ფორმა 30 ივნისის 23:59 საათამდე და შემოუერთდი წლის ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროექტს 

⬇️ 2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით: 

🏎 კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია) - ლისი ლემანსიში მიმდინარე აქტივობაში ერთჯერადად ჩართვა შესაძლებელი იქნება 1200 ახალგაზრდისათვის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00 - 20:00 საათების შუალედში. უზრუნველყოფილია კვებაც. ◽️კარტინგის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/UtsGaqJ74KKnDXtS8 

🏊 მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) - პროგრამის მონაწილეები ისარგებლებენ 8 ვიზიტით ზღვის უბანში არსებულ საცურაო აუზზე, 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, ხუთშაბათსა და კვირას 14:00 - 16:00 საათების შუალედში. ◽️საცურაო აუზის სერვისის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/N27X6iF5SKkqdfBf7 

🥎 ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები) - ვაკის პარკის კორტებით 400-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს. რეგისტრირებული პირები მიიღებენ ერთჯერად ვაუჩერს 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 18:00 - 20:00 საათის შუალედში გამოყენებისათვის. კორტით სარგებლობის ხანგრძლივობა - 1 საათი. ◽️ ჩოგბურთის კორტების სერვისის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/nS9BGRA6N6dh5UBn9 

🚣‍♀️ ჯომარდობა (ფასანაური) - პროექტი განხორციელდება 29; 30 ივნისსა და 3; 4 ივლისს ფასანაურში მდ. არაგვის ტერიტორიაზე. მასში ჩართულ ახალგაზრდებს გამოცდილი ინსტრუქტორები საჯომარდო დაშვებამდე ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს. ტურის ფარგლებში ჯომარდობასთან ერთად ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში: ფრენბურთი, შაში, ჭადრაკი, ა.შ. უზრუნველყოფილია კვებაც. ◽️საჯომარდო ტურზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/BbxiLJrNKu37rnNs5 

🏕 ლაშქრობები "თბილისის გარშემო" - წარიმართება როგორც ორდღიანი, ისე ერთდღიანი ტურები საველე სალაშქრო ბანაკების სახით. პროგრამა განხორციელდება 24 ივნისიდან 30 სექტემბრამდე შუალედში. თითოეულ ლაშქრობაზე ჩაერთვება 25 ახალგაზრდა. მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილია კვება, ეკიპირება და ექსკურსიამძღოლის მომსახურება. ◽️ლაშქრობებზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/8EG7GG6yB24yogvi8 

❗სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ რეგისტრირებულ ახალგაზრდებს ორგანიზაცია მიაწვდის სერვისის მიღების დროსა და თარიღს. 

❓დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი" ან დაგვიკავშირიდით ელ-ფოსტაზე: Tbilisisyc@gmail.com

#გართობა და რეკრეაცია
#ჰობი და ინტერესები
შესაძლებლობა ადაპტირებულია:
არ არის ადაპტირებული
საკონტაქტო ინფორმაცია
დახურვა
ფაილები
აქედან შეგიძლიათ გადატვირთოთ ფაილები
ფაილები არ მოიძებნება
შესაძლებლობით დაინტერესებულია (0)
დისკუსია
შეფასება
კომენტარები (0)
შეფასება
star 0.0
(0 შეფასება)